Условие:
თავი 2. სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და ფორმატი (ნათია საღინაძე)
მოცემულ თავში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
- რომელ სტრუქტურულ ერთეულებს მოიცავს სამეცნიერო ნაშრომი?
- როგორ უნდა ააგოთ სარჩევი?
- რა იწერება ნაშრომის შესავალ ნაწილში?
- როგორ უნდა დაასაბუთოთ თემის აქტუალობა და შემოსაზღვროთ კვლევის არეალი?
- როგორ იწერება ნაშრომის ძირითადი ნაწილი?
- რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს დასკვნა?
- როგორ უნდა დააფორმატოთ ვორდდოკუმენტი?
2.1. სამეცნიერო ნაშრომის აგებულება
სამეცნიერო (აკადემიურ) ნაშრომს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა აქვს. იმის გათვალისწინებით, როგორი ტიპის ნაშრომს ქმნით (საშინაო, სასემინარო, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), იცვლება სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა.
ქვემოთწარმოდგენილ სქემაში გთავაზობთ საშინაო ნაშრომისთვის აუცილებელ სტრუქტურულ ერთეულებს:
გამოსახულება 5: საშინაო ნაშრომის სტრუქტურული ერთეულები
2.1.1. თავფურცელი
ნებისმიერი ტიპის აკადემიური ნაშრომი იწყება თავფურცლით, ე.წ. სატიტულო გვერდით, რომელზეც ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით, შემდეგი ინფორმაცია უნდა განათავსოთ: ნაშრომის სათაური, სტუდენტის სახელი და გვარი, ნაშრომის ტიპი (საშინაო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი და ა.შ.), ფაკულტეტის ან პროგრამის დასახელება, კურსის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური ხარისხი, უნივერსიტეტის სახელწოდება, ნაშრომის წარდგენის ადგილი და წელი. თავფურცელი არ ინომრება.
მონაცემები კი იწერება ცენტრირებულად, შემდეგი თანმიმდევრობითა და შრიფტის პარამეტრებით (ჩუბინიძე 2011, 44-46):
საწყისი გვერდები
• თავფურცელი
• განაცხადი
• სარჩევი
ძირითადი გვერდები
• შესავალი
• ძირითადი ნაწილი
(თავები და
ქვეთავები)
•დასკვნა
ბოლო გვერდები
• ბიბლიოგრაფია
•დანართი
(საჭიროების
შემთხვევაში)

